ავე პროჯექტი არის საპროექტო ორგანიზაცია დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური ინჟინრებით, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს ნებისმიერი სირთულის საცხოვრებელი და სამრეწველო შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული პროექტების მომზადება–დამუშავება.
ჩენი გუნდი ორიენტირებულია შექმნას მაღალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაცია. რისთვისაც პროექტირების ადრეულ ეტაპზე (ესკიზის შექმნის ეტაპი) ერთვება მომიჯნავე სპეციალობის საპროექტო გუნდთან მუშაობაში, შესაბამისად დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება ოპტიმალური კონსტრუქციული სქემის შერჩევა.
BIM ტექნოლოგიების გამოყენებით ვახდენთ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციის 3D განზომილებილანი გრაფიკული მოდელის შექმნას, რომელიც სრულად თავსებადია როგორც არქიტექტურულ ასევე ნებისმიერ საინჟინრო პროგრამისთვის. შესაბამისად გამარტივებულია უართიერთობა ყველა საპროექტო ჯგუფთან. ასევე აღნიშნული ტექნოლოგია თითქმის 100%-ით გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს, ზოგავს საპროექტო ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლის დროს და შედეგად მოკლე დროში ვიღებთ სრულყოფილ საპროექტო დოკუმენტაციას.